გვარი და სახელი
|
რევაზიშვილი ქეთევანი
|
საგანი,კლასი
|
მათემატიკა,V კლასი
|
თემა
|
წრეწირი და წრე
|
რეზიუმე
|
მოსწავლეები ეცნობიან წრეწირისა და წრის ნაწილებს-ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი,
ქორდა, სექტორი; ეუფლებიან ფარგლის
გამოყენებით აგებას; იკვლევენ წრეწირთა ურთიერთგანლაგებას მათი რადიუსებისა
და ცენტრებს შორის მანძილის მიხედვით. ადგენენ მოცემული წრეწირის ქორდის შესაძლო
ზომებსა;ხსნიან წრეწირთან და წრესთან დაკავშირებულ
ამოცანებს
|
აქტივობის მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს
1)წრეწირისა და წრის ამოცნობა
2)წრეწირისა და წრის ელემენტების მითითება
3)წრი დაყოფა სექტორებად
4)ნახაზის აგებისას ფარგლის გამოყენება
5)შეძლოს მხები წრეწირების გამოსახვა (შიგა და გარე შეხებისას)
6)ამოცანების ამოხსნისას წრეწირის ელემენტების თვისებების ერთმანეთთან
დაკავშირება
7)წრეწირთა ურთიერთგანლაგების დადგენა მათი რადიუსებისა და ცენტრებს
შორის მანძილის მიხედვით
8)თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ამოცანებში აქტიური გამოყენე-ბის უნარის
განვითარება
|
აუცილებელი წინა ცოდნა
|
1)ზოგიერთი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა.
2)სამკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა.
3)მონაკვეთის სიგრძის გამოთვლა.
4)განტოლების შედგენით ამოცანების ამოხსნა.
5)რიცხვითი გამოსახულების შედგენით ამოცანის ამოხსნა.
|
საჭირო მასალა
|
1)სამუშაო რვეული
2)საწერი საშუალება
3)სახაზავი და ფანქარი
4)ფარგალი
5)წრის რამდენიმე მოდელი
|
აქტივობის აღწერა
|
წინასწარ დახაზული გეომეტრიული ფიგურიდან მოსწავლეები ამოიცნობენ წრეწირს,
მოიძიებენ ირგვლივ საგნებში წრეწირის ფორმის ფიგურებს (ჭიქის ზედაპირი, საგზაო ნიშნები
და სხვა).
პრაქტიკული მაგალითების საშუალებით აღწერონ წრეწირის თვისება:მისი ყოველი
წერტილი ტოლადაა დაშორებული მოცემული წერტილიდან-ცენტრიდან.სახელმძღვანელოში ამისათვის
ფეხბურთშისაჯარიმო დარტყმის მაგალითია მოყვანილი, გაკვეთილზე ფარგლის ან თოკისა და
ცარცის გამოყენებით ვახდენთ წრეწირის აგების ხერხის დემონსტრირებას.
დაფაზე დახაზულ წრეწირში მოსწავლე
მიუთითებს ცენტრს, აერთებს მას მონაკვეთით წრეწირის ნებისმიერ წერტილთან-ეს რადიუსია,მის
სიგრძესაც რადიუსს ვუწოდებთ.მოსწავლეები
რვეულებში ხაზავენ წრეწირებს მასწავლებლის მიერ მითითებული
-იწაფებიან ფარგლისგამოყენებაში, ავლებენ რადიუსებს. შემდეგ ვთხოვთ მოსწავლეებს
მიუთითონ რამდენიმე წერტილი წრეწირის
შიგნით, წრეწირის გარეთ, სამი წერტილი წრეწირზე-აღნიშნონ ისინი
A, B და
C
ასოებით, ამ წერტილების
შეერთებით მიიღებენ
სამ მონაკვეთს-ეს წრეწირის ქორდებია,დატოვონ დაფაზე ერთი ქორდა,გაავლონ
მასზე პატარა ქორდა, კიდევ უფრო პატარა ქორდა, გაავლონ უდიდესი ქორდა-ეს დიამეტრია.ამ
სამუშაოს განხილვით მოსწავლეები დაასკვნიან, რომ ყველაზე მცირე სიგრძის ქორდის გამოსახვა შეუძლებელია-არც არსებობს ასეთი ქორდა.
ამასთანავე,
ნებისმიერი ქორდის სიგრზე დიამეტრის სიგრზეს არ აღემატება.ამ
დასკვნებს ეხმაურება საშინაო დავალების 7,8 ,9,13 ამოცანები.
ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ გაავლონ მოცემული წრეწირის
ორი რადიუსი,წრის მიღებული ორი ნაწილი დაშტრიხონ სხვადასხვაგვარად-ეს
სექტორებია.დაყონ წრე რაიმე 3 სექტორად, 4 სექტორად,4 ტოლ სექტორად,2 ტოლ სექტორად-მოსწავლეებს
ხშირად უჭირთ ნახევარწრის სექტორად აღქმა.
საკლასო სავარჯიშოებში გათვალისწინებულია წრეწირის და წრის ელემენტების აგება, მათი ზომების დადგენა, მოცემული ზომების მიხედვით
წრეწირების ურთიერთმდებარეობის დადგენა, თვალზომით ხელსაწყოებით აგებაში გაწაფვა.
მეთოდურად გამართლებულია სავარჯიშოთა იმ თანამიმდევრობით განხილვა, რაც სახელმძღვანელოშია დაცული. მათი შესრულებისას მოსწავლე იხსენებს და იყენებს განტოლების შედგენითა და რიცხვითი გამოსახულების შედგენით ამოცანების ამოხსნის მეთოდს; ითვლის სამკუთხედის პერიმეტრს, წრეწირის ცენტრებს შორის მანძილს. |
დიფერენცირებული სწავლება
|
|
თვითშეფასება
|
|
Friday, May 15, 2015
წრეწირი და წრე
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment